ორი გუნდი უკვე უარით გაისტუმრა - რას წერს ხვიჩას მომავალზე იტალიელი ჟურნალისტი? » სპორტის ხაზი

ორი გუნდი უკვე უარით გაისტუმრა - რას წერს ხვიჩას მომავალზე იტალიელი ჟურნალისტი?

ორი გუნდი უკვე უარით გაისტუმრა - რას წერს ხვიჩას მომავალზე იტალიელი ჟურნალისტი?
21-02-2023, 22:20
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური ტელე-რადიო Rai-ს ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს ნაპოლიში დარჩენა და ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს.

"ხვიჩა კვარაცხელია თავის აგენტებს უკვე ესაუბრა და განუცხადა, რომ ისეთი გუნდების ინტერესი, როგორებიც ნიუკასლი და რეალია დაებლოკა, რადგან მას იტალიაში დარჩენა სურს.

ფეხბურთელი სეზონის ბოლოს ნაპოლისთან კონტრაქტს 1 წლით გაახანგრძლივებს, ხოლო მისი ხელფასი წელიწადში 2.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

გარდა ამისა, კვარაცხელიას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაც იქნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფეხბურთელი წასვლას არ აპირებს
", - განაცხადა ვენერატომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი