"სად იყვნენ ხვიჩა და ოსიმენი ნაპოლის ბოლო 1/8 ფინალის დროს?" | Corriere dello Sport » სპორტის ხაზი

"სად იყვნენ ხვიჩა და ოსიმენი ნაპოლის ბოლო 1/8 ფინალის დროს?" | Corriere dello Sport

"სად იყვნენ ხვიჩა და ოსიმენი ნაპოლის ბოლო 1/8 ფინალის დროს?" |  Corriere dello Sport
21-02-2023, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

ისევ ხვიჩა და ისევ ოსიმენი, იტალური გაზეთები ამ ფეხბურთელების ხსენების გარეშე საათიც კი ვერ ძლებენ.

სწორედ ასე, რამდენიმე საათის წინ, Corriere dello Sport-მა ქართველისა და ნიგერიელის შესახებ საინტერესო სტატია მოამზადა, რომელიც შემდეგნაირად დაასათაურა, - "სად იყვნენ ხვიჩა და ოსიმენი მაშინ, როდესაც ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 1/8 ფინალი გამართა?":

"ვიქტორ ოსიმენი (21 წლის) ჯერ კიდევ საფრანგეთში, კერძოდ ლილში თამაშობდა და საუკეთესო სეზონს ატარებდა. მან ლიგაში 13 გოლი გაიტანა და ნაპოლი დაარწმუნა, რომ მისი გაფორმება ნამდვილად ღირდა. სწორედ იმ თვეებში გახდა ვიქტორ ოსიმენი არკადიუშ მილიკის სრულფასოვანი შემცვლელი, რომელზეც კლუბის ფოკუსი საგრძნობლად გაიზარდა."

"რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას (19 წლის), ის რუსეთის ჩემპიონატში, კერძოდ ყაზანის რუბინში თამაშობდა. მან სეზონში 27 მატჩი გამართა და მხოლოდ 3 გოლი გაიტანა. ნეაპოლი ამ ბიჭისთვის ჰორიზონტის შორეული წერტილი იყო, შემდეგ კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.."
- დაწერა იტალიურმა გაზეთმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.