სერია A-ს სტატისტიკა | არის თუ არა ხვიჩა ოსიმენზე უკეთესი ციფრებში? » სპორტის ხაზი

სერია A-ს სტატისტიკა | არის თუ არა ხვიჩა ოსიმენზე უკეთესი ციფრებში?

სერია A-ს სტატისტიკა | არის თუ არა ხვიჩა ოსიმენზე უკეთესი ციფრებში?
16-02-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი 2022/2023 წლების სეზონს ფანტასტიკურად ატარებს, ამის ერთ-ერთი შემოქმედი კი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ბრწყინვალე დუეტია. აშკარაა, რომ ნეაპოლური გუნდი ამავე ფეხბურთელების საერთო ძალას იდეალურად იყენებს, რაც მათ ეფექტურ თამაშსა და კარგ შედეგებზეც აისახება.

თუმცა, მაინც საინტერესოა, რეალურად როგორია ქართველისა და ნიგერიელის სტატისტიკათა ერთმანეთთან შეფარდება. ცხადია, დარტყმების, გოლებისა თუ საგოლე პასების მხრივ, უპირატესობა (ალბათობის თეორიით) ყოველთვის ცენტრალურ ფორვარდს ექნება, მაგრამ მაინც ვნახოთ კონკრეტული მონაცემები, რომლებითაც კვარა და ვიქტორი ყველასგან გამოირჩევიან:

გოლები

ვიქტორ ოსიმენი - 17
ხვიჩა კვარაცხელია - 9

საგოლე პასები

ხვიჩა კვარაცხელია - 9
ვიქტორ ოსიმენი - 3

დარტყმები

ვიქტორ ოსიმენი - 71
ხვიჩა კვარაცხელია - 51

საკვანძო პასები

ხვიჩა კვარაცხელია - 20
ვიქტორ ოსიმენი - 16

პასების სიზუსტის საშუალო მაჩვენებელი

ხვიჩა კვარაცხელია - 81%
ვიქტორ ოსიმენი - 73%

საშუალოდ განვითარებული სისწრაფე

ხვიჩა კვარაცხელია - 6.52
ვიქტორ ოსიმენი - 6.09

რამდენჯერ დაჯარიმდნენ მეტოქეები მათ წინააღმდეგ

ხვიჩა კვარაცხელია - 25
ვიქტორ ოსიმენი - 22

როგორც ხედავთ, უმეტეს მათგანში უპირატესობა ქართველ ფეხბურთელს აქვს, რაც ნათლად ცხადყოფს იმას, თუ რამხელა გავლენა აქვს კვარას ნაპოლის წარმატებასა და პროდუქტიულ თამაშზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი