"მათ ულევი შესაძლებლობები აქვთ" | მარიო გიოტცე კვარასა და ოსიმენზე » სპორტის ხაზი

"მათ ულევი შესაძლებლობები აქვთ" | მარიო გიოტცე კვარასა და ოსიმენზე

"მათ ულევი შესაძლებლობები აქვთ" | მარიო გიოტცე კვარასა და ოსიმენზე
20-02-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრას ხვალ, 23:55-ზე ფრანკფურტის აინტრახტის წინააღმდეგ გამართავს.

აღნიშნული მატჩის წინ, გერმანელებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომლის მსვლელობისას მარიო გიოტცემ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ მცირედი კომენტარი გააკეთა:

"კვარაცხელია და ოსიმენი? - ისინი სახიფათონი არიან, განსაკუთრებით ამ სეზონში ნაჩვენები თამაშის გამო. ვფიქრობ, მათი შესაძლებლობები ულევია. ამ დუეტს ყოველ 3 დღეში ერთხელ შეუძლია დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა."

"ჩვენ მოუთმენლად ველით ამ გენიალური მატჩის დაწყებას, ნაპოლი მართლაც ძალიან ძლიერი მეტოქეა, მათ სკუდეტოს მოგება თითქმის გარანტირებული აქვთ."
- თქვა გერმანელმა ფეხბურთელმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი