კონფლიქტის რისკი | რა აიკრძალება აინტრახტისა და ნაპოლის თამაშზე ფანებისთვის? » სპორტის ხაზი

კონფლიქტის რისკი | რა აიკრძალება აინტრახტისა და ნაპოლის თამაშზე ფანებისთვის?

კონფლიქტის რისკი | რა აიკრძალება აინტრახტისა და ნაპოლის თამაშზე ფანებისთვის?
20-02-2023, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთი იტალიური გამოცემა, კერძოდ Spazionapoli ნეაპოლური გუნდის ჩემპიონთა ლიგაში გასამართ შეხვედრას ეხმაურება.

როგორც ამავე წყაროდან ვიგებთ, აღნიშნული შეხვედრა გულშემატკივართა დაპირისპირების დიდი საფრთხის ქვეშაა, ამიტომ გარკვეული ქმედებები ფანებისთვის აკრძალული იქნება:

"ცნობილია, რომ აინტრახტის ულტრასები მეგობრულები ნამდვილად არ არიან, იგივე ითქმის ნაპოლის ტიფოზებზე. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მათ შორის გარკვეული დაპირისპირება შედგეს. სწორედ ამიტომ, ადგილობრივმა მთავრობამ მატჩის სიახლოვეს სამართალდამცავთა მობილიზების გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, აკრძალული იქნება ფერადი კვამლების გაშვებაც მიუხედავად იმისა, რომ აინტრახტი ამავე შოუს დადგმას თავადვე აფინანსებს ხოლმე." - წერს იტალიური ვებგვერდი

შეგახსენებთ, რომ აინტრახტისა და ნაპოლის ხვალინდელი დაპირისპირება ჩვენი დროით 23:55-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი