ცნობილია - რა თანხად გაიყიდა აუქციონზე კვარაცხელიას ავტოგრაფიანი მაისური? » სპორტის ხაზი

ცნობილია - რა თანხად გაიყიდა აუქციონზე კვარაცხელიას ავტოგრაფიანი მაისური?

ცნობილია - რა თანხად გაიყიდა აუქციონზე კვარაცხელიას ავტოგრაფიანი მაისური?
20-02-2023, 16:24
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას მაისური ავტოგრაფით, რომელიც ელიფ ელმასის ინიციატივით აუქციონზე გავიდა, 5 300 დოლარად გაიყიდა - აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდება თურქეთში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებულ ხალხს - ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.

მათივე ცნობით, 3 700 დოლარად გაიყიდა ოსიმენის მაისური, 3 100 დოლარად ელმასის მაისური, ხოლო 2 100 დოლარად ზელინსკის მაისური.

შეგახსენებთ, დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი