"ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი რეალი კი არა ნაპოლია" | რუდ გულიტი » სპორტის ხაზი

"ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი რეალი კი არა ნაპოლია" | რუდ გულიტი

"ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი რეალი კი არა ნაპოლია" | რუდ გულიტი
21-02-2023, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებისა და მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა, რუდ გულიტმა ჩემპიონთა ლიგის უმთავრესი ფავორიტი დაასახელა, რომელიც არც თუ ხშირად დასახელებადი გუნდი აღმოჩნდა:

"ვინ არის ტურნირის მოგების მთავარი კანდიდატი? - ეს არც მადრიდის რეალი და არც მიუნხენის ბაიერნია. ჩემი აზრით, ევროპაში ყველაზე ძლიერი ახლა ნაპოლია, მთავარი ფავორიტები კი სწორედ ისინი არიან, მათი თამაშით აღფრთოვანებული ვარ." - მოჰყავს გულიტის სიტყვები La Gazzetta dello Sport-ს

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრას დღეს, 23:55-ზე გამართავს, მეტოქე კი ფრანკფურტის აინტრახტი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი