ალკოჰოლი და კლუბური ცხოვრება - ჩეხეთს საქართველოსთან 3 ფეხბურთელი დააკლდება? » სპორტის ხაზი

ალკოჰოლი და კლუბური ცხოვრება - ჩეხეთს საქართველოსთან 3 ფეხბურთელი დააკლდება?

ალკოჰოლი და კლუბური ცხოვრება - ჩეხეთს საქართველოსთან 3 ფეხბურთელი დააკლდება?
26-04-2024, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩეხეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-მდე საკუთარი გუნდიდან 3 მოთამაშე მოკვეთა.

საუბარი ეხება ვლადიმირ ცოუფალს (ვესთ ჰემი), იან კუხტასა (სპარტა პრაღა) და იაკუბ ბრაბეცზე (არისი), რომლებმაც ალკოჰოლის მოხმარებით დისციპლინალური წესები დაარღვიეს და მკაცრადაც დაისაჯნენ.

როგორც იწერება, სასჯელის ვადა ხანგრძლივი იქნება და ზემოაღნიშნულ სამ ფეხბურთელს ევრო 2024-ზე თამაში არ შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთი ჩვენს ჯგუფშია მოხვედრილი, რომელთანაც ვილი სანიოლის გუნდი მეორე ტურში ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.