"მალე მის შესაძენად 100 მილიონი ევროც აღარ იქნება საკმარისი", - Marca კვარაცხელიაზე წერს » სპორტის ხაზი

"მალე მის შესაძენად 100 მილიონი ევროც აღარ იქნება საკმარისი", - Marca კვარაცხელიაზე წერს

"მალე მის შესაძენად 100 მილიონი ევროც აღარ იქნება საკმარისი", - Marca კვარაცხელიაზე წერს
21-02-2023, 19:18
Aa Aa
გაზიარება:

პოპულარული ესპანური გამოცემა Marca ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე სეზონს ვრცელი სტატიით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იტალიური ნაპოლი ქართველ შემტევს ნანატრ სკუდეტომდე მიჰყავს, გარდა ამისა, სტატიაში იმასაც ვკითხულობთ, რომ მალე ხვიჩას შესაძენად 100 მილიონი ევროც აღარ იქნება საკმარისი.

"ნაპოლიმ კვარაცხელიას სანაცვლოდ თავის დროზე 10 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა, ამ თანხის დავიწყება ახლა შეგვიძლია.

ქართველმა პირველივე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა ეს ის ციფრებია, რომელიც ფეხბურთელს ისეთ ფასს ადებს, რომელსაც ზღვარი არ უჩანს.

ნაპოლის პრეზიდენტმა უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ იტალიური გუნდი კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებს - პარალელურად, ხვიჩას ყოველი გამოსვლა მოედანზე ადასტურებს, რომ მისი ტრანსფერისთვის თუნდაც 100 მილიონი ევრო საკმარისი აღარ იქნება
", - წერს გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი