ჟიულ კუნდემ საფრანგეთისა და პოლონეთის მატჩში 41 წუთი ყელსაბამით ითამაშა. ნებისმიერი სახის სამკაულით თამაში სასტიკადაა აკრძალული, მაგრამ 23 წლის ფეხბურთელის ყელსაბამი ხაზის მსაჯმა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს შეამჩნია. სწორედ ამ დროს სთხოვეს კუნდეს მისი მოხსნაც.
გერმანიის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატია ჯგუფურ ეტაპზე რჩება. აღნიშნულ ფაქტს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსიც ეხმაურება:
ინგლისის ნაკრებმა მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. 57-ე წუთზე ბუკაიო საკამ ფილ ფოდენის გადაცემით სენეგალის კარში ინგლისელთა მხრიდან მესამე ბურთი გაიტანა.
შეხვედრის პირველი ნახევრის ბოლო წამებზე ინგლისის ნაკრებმა მეორე ბურთის გატანაც მოახერხა. გოლი ჰარი კეინის ანგარიშზეა. "ტოტენჰემის" შემტევა 2022 წლის მსოფლიოზე პირველი გოლი გაიტანა.
გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა - აღნიშნულ ფაქტს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსიც გამოეხმაურა...
მიუნხენის ბაიერნის და გერმანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა მოთამაშემ , შტეფან ეფენბერგმა მანუელ ნოიერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 36 წლის მეკარე ხელშეუხებელი აღარ არის...
გარეტ საუთგეითი აცხადებს, რომ ინგლისი "გონებრივად და ფიზიკურად" მზად არის პენალტებისთვის. დღეს ისინი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/8 ფინალში სენეგალს დაუპირისპირდებიან.
არგენტინისა და ავსტრალიის შეხვედრის 77-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შემცირდა. ავსტრალიის მხრიდან არგენტინელთა კარის აღებისთვის გუდვინი იბრძოდა და შორიდანაც გაისროლა. დარტყმის შემდგომ ბურთი თავზე ენცო ფერნანდესს მოხვდა და კარში წავიდა.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/8 ფინალში არგენტინა ავსტრალიას უპირისპირდება. შეხვედრაში ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა. ეს მისთვის სადებიუტო გოლი გახლდათ მსოფლიოს ჩემპიონატების ფლეი ოფში.
Tyc Sports-ის ინფორმაციით, ურუგვაის ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელის პოზიციაზე მთავარი ფავორიტი მარსელო ბიელსაა. 67 წლის სპეციალისტმა დიეგო ალონსო უნდა ჩაანაცვლოს.