ის რაც უნდა იცოდეთ არგენტინა ჰოლანდიის დაპირისპირების წინ » სპორტის ხაზი

ის რაც უნდა იცოდეთ არგენტინა ჰოლანდიის დაპირისპირების წინ

ის რაც უნდა იცოდეთ არგენტინა ჰოლანდიის დაპირისპირების წინ
9-12-2022, 14:25
Aa Aa
გაზიარება:

არგენტინა და ჰოლანდია ორი უდიდესი სანაკრებო გრანდია, ამ გუნდებს ზურგს დიდი ისტორია უმაგრებთ.

მსოფლიო ჩემპიონატებზე არგენტინა და ჰოლანდია სულ ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ვინაიდან ამ გუნდებს ყოველთვის ჰყავდათ გამორჩეული თაობები, მათი დაპირისპირება კლასიკად იქცა.

ეს გუნდები პირველად 1974 წელს შეხვდნენ ჯგუფურ ეტაპზე, მაშინ ჰოლანდიას კრუიფი ჰყავდა და სახელოვანმა ჰოლანდიელებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს და გაანადგურეს.

ეს გუნდები მეორედ ოთხი წლის შემდეგ, 1978 წლის მუნდიალზე გადაეყარნენ, ამჯერად უფრო მნიშვნელოვან შეხვედრაში ვიდრე ოდესმე, მარიო კემპესის არგენტინამ დამატებით დროში 3:1 მოიგო და ისტორიაში პირველად ალბისელესტე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ჰოლანდიელებს რევანში ჰქონდათ ასაღები და როგორც იქნა 1998 წლის მუნდიალზე მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს,მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა,ფინალური აკორდი შეხვედრაში დენის ბერკემპმა დასვა და ანგარიში 2:1 გახადა, ჰოლანდია კი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა

ამ გუნდების ისტორია აქ არ მთავრდება

2006 წელს არგენტინა და ჰოლანდია ერთ ჯგუფში აღმოჩნდნე, ორივე გუნდს ჰქონდა შანსები თუმცა მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა.

ბოლოს ეს გუნდები 2014 წელს, ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე, ფინალში გასასვლელად შეხვდნენ ერთმანეთს,მესის ჰქონდა შანსი ისტორია დაეწერა თუ ჰოლანდიის ბარიერს გადალახავდა და ფინალში გავიდოდა, თავის მხრივ ჰოლანდიელებს 2010 წლის მუნდიალი ფინალის წაგების შემდეგ, კიდევ ერთი შანსი ეძლეოდათ ფინალში გასვლის, ვნებათაღელვა ძალიან მაღალი იყო შესაბამისად მატჩიც დაძაბული გამოდგა და როგორც ძირითადი, ისე დამატებითი დრო 0-0 დასრულდა, თერთმეტ მეტრიანების სერიაში კი არგენტინამ 2:4 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც გერმანიასთან დამატებით დროში დამარცხდნენ.

დღეს ეს გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს და გაირკვევა მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა,ჰოლანდიელები მატჩს ოპტიმიზმით ხვდებიან და ფიქრობენ, რომ არგენტინის ბარიერს გადალახავენ, არგენტინელები თავს იკავებენ წინასწარი განცხადებებისგან,გულშემატკივრებს ყველაფერს საფინალო სასტვენი უჩვენებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი