VIDEO: "რას უყურებ? მოშორდი აქედან სულელო", - ვის მიმართა განრისხებულმა მესიმ მატჩის შემდეგ? » სპორტის ხაზი

VIDEO: "რას უყურებ? მოშორდი აქედან სულელო", - ვის მიმართა განრისხებულმა მესიმ მატჩის შემდეგ?

VIDEO: "რას უყურებ? მოშორდი აქედან სულელო", - ვის მიმართა განრისხებულმა მესიმ მატჩის შემდეგ?
10-12-2022, 02:37
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალურ ეტაპზე, არგენტინის ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და ძალიან დრამატულ შეხვედრაში მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა.

მატჩის გმირი მეკარესთან ერთად, ლიონელ მესიც იყო, რომელმაც გოლს+ასისტი გაიფორმა და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, თუმცა, მატჩის შემდგომ მიცემულ ინტერვიუში, მესიმ შეხვედრის მთავარი არბიტრი გააკრიტიკა.

მოგვიანებით, ინტერნეტში ინტერვიუს ერთ-ერთი მონაკვეთი ვირუსულად გავრცელდა, სადაც მესი ჩვენთვის უცნობ პიროვნებას მიმართავს: "რას უყურებ სულელო? მოშორდი აქედან, ხო მოშორდი!".

როგორც სოციალურ ქსელში იწერება, მესის ეს სიტყვები შეხვედრის მთავარ არბტირს, მატეუ ლაოსს ეკუთვნოდა, თუმცა ამ დრომდე ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა და მხოლოდ გულშემატკივრების მოსაზრებაა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი