მაროკო ისტორიული შედეგის ზღვარზე - პორტუგალიას უხერხული მეტოქე ჰყავს » სპორტის ხაზი

მაროკო ისტორიული შედეგის ზღვარზე - პორტუგალიას უხერხული მეტოქე ჰყავს

მაროკო ისტორიული შედეგის ზღვარზე - პორტუგალიას უხერხული მეტოქე ჰყავს
10-12-2022, 15:32
Aa Aa
გაზიარება:

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალური სტადიის მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთამანეთს მაროკოსა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპიდებიან. ამ ეტაპამდე ორივე გუნდმა გვაჩვენა თუ რა შეუძლიათ, ამიტომ 19:00 საათიდან ფეხბურთის ენთუზიასტებისთვის ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იწყება.

სანამ კონკრეტულად ამ შეხვედრის განხილვაზე გადავიდოდეთ საინტერესოა ამ ნაკრებების მიერ 1/8 ფინალურ ეტაპზე ჩატარებული მატჩები. ერთ მხარეს არის აფრიკული გუნდი, რომელმაც თერთმეტმერიანების სერიაში გამოთიშა გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, ესპანეთის ნაკრები, ხოლო მონეტის მეორე მხარეს არის პორტუგალია, რომელმაც შვეიცარიას დამაჯერებლად 6:1 მოუგო.

მაროკო ისტორიული შედეგის ზღვარზე - პორტუგალიას უხერხული მეტოქე ჰყავს

ორივე ნაკრებმა ამ ეტაპამდე საინტერესო გზა გამოიარა

მაროკო - ამ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა მაროკოს ნაკრებია, რომლის დამაჯერებელმა და თავგანწირულმა შეხვედრებმა მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. განსაკუთრებული ყურადღება კი იმისკენ არის მიპყრობილი, რომ გუნდს მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც რა თქმა უნდა 'ოთხთავა დრაკონის' მთავარი დამსახურებაა.

ვალიდ რეგრაგუის ბიჭების თამაში ჯგუფურ ეტაპზე მართლაც გამოსარჩევია - აფრიკულმა ნაკრებმა დაამარცხა ოქროსთაობის ბელგია, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა. ამის შემდეგ კი მძიმე ბრძოლაში ქულები გაიყვეს მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონთან ხორვატიის ნაკრებთან. სწორედ ეს ორი შეხვედრა დაეხმარა გუნდს სასწაულის მოხდენაში და F ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლაში.


მაროკოს ძლიერი მენტალიტეტის მქონე გუნდი ჰყავს

შემდეგი მეტოქე კი ესპანეთის ნაკრები იყო, რომლის გამარჯვებაშიც ალბათ მთელი საფეხბურთო სამყარო იყო დარწმუნებული. თუმცა, დაცვის გამორჩეულმა თამაშმა და პენალტების სერიაში მოგებულმა დაპირისპირებამ მაროკო სენსაციების გუნდად აქცია და 1/4 ფინალში მეტოქედ პორტუგალიის ნაკრები მიუვლინა. პორტუგალიასთან დაპირისპირებაში მაროკო ფავორიტი არ არის, თუმცა ყველამ ვიცით თუ რა შეუძლია ამ გუნდს.

პორტუგალია - სანტოშის 'უხერხული' გადაწყვეტილებით და კრიშტიანუ რონალდუს გონსალო რამოსის შეცვლით ბევრი ფიქრობდა, რომ 68 წლის სპეციალისტი ამ გადაწყვეტილებას ინანებდა და ეს ყველაფერი წაგებად დაუჯდებოდა. თუმცა, როგორც შვეიცარიასთან ვნახეთ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.

'ბენფიკას' ფორვარდისთვის გონსალო რამოსისთვის შვეიცარიასთან გამართული შეხვედრა მე-4 გამოდგა ეროვნული ნაკრების მაისურით. მიუხედავად მცირე გამოცდილებისა 21 წლის ფეხბურთელმა პროდუქტიული შეხვედრა შემოგვთავაზა და მეტოქეს სამ გოლს პლუს საგოლე გადაცემა შეუსრულა.


რამოსის ბრწყინვალე დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე

პორტუგალია ძალიან კარგ ფორმაშია და მაროკოსთან შეხვედრას კარგ ნოტაზე ხვდება. გუნდმა შედარებით რთული ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულა და მაროკოსთან შეხვედრა გატანილი/გაშვებული გოლების მაჩვენებელი 12/4 - ზე აქვს.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში 2006 წლის შემდეგ არ ყოფილა, მაშინ მათ გზაზე საფრანგეთის ნაკრები და ბრწყინვალე ზინედინ ზიდანი გადაეღობათ. რაც შეეხება მაროკოს, აფრიკული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არასდროს გასულა. ყველაზე ახლოს ამ შედეგთან განა იყო, რომელიც 2010 წელს თერთმეტმერიანების სერიაში ურუგვაისთან დამარცხდა.

სავარაუდო შემადგენლობები დღევანდელი შეხვედრისთვის:

მაროკო(4-3-3) - ბონო, ჰაკიმი, საისი, აგუერი, მაზრაუი ; უნაჰი, ამბრაბატი, ამალაჰი ; ზიეჩი, ბუფალი, ენ ნესირი

პორტუგალია (4-3-3) - კოშტა , დალო, პეპე, დიასი, გერერო ; ბერნანდო სილვა, კარვალიუ, ოტავიო ; ფერნანდეში, რამოსი, ფელიქსი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი