გერმანიის ნაკრების და მიუნხენის ბაიერნის მეკარემ, მანუელ ნოიერმა შვებულებაში ყოფნის პერიოდში, ფეხი მოიტეხა, რის გამოც გუნდს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება.
როგორც გაირკვა, ნოიერმა თხილამურებზე სრიალის დროს მოიტეხა ფეხი და ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო, საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა გერმანელი მეკარე მიმდინარე სეზონში იუქმებს.
ცნობისთვის, მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ფრანგულ პსჟ-ს დაუპირისპირდება.