ბრაზილია ფავორიტი იყო, თუმცა დაგვემშვიდობა - ხორვატია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია » სპორტის ხაზი

ბრაზილია ფავორიტი იყო, თუმცა დაგვემშვიდობა - ხორვატია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ბრაზილია ფავორიტი იყო, თუმცა დაგვემშვიდობა - ხორვატია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
9-12-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა, სადაც ხორვატიის ნაკრებმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატჩი მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, რადგან გუნდებმა იცოდნენ თუ რა მნიშვნელოვანი რამ იდო სასწორზე. პირველი ტაიმი რამდენიმე სახიფათო ეპიზოდით ჩავამთავრეთ, თუმცა ამ მომენტებს რაღაც განსაკუთრებული არცერთი გუნდისთვის არ მოუტანია.

მეორე ტაიმში ბრაზილია ხშირ შემთხვევაში მეტოქის ნახევარზე იყო, თუმცა ხორვატიის ნაკრების დაცვა აუღებელ ციხესიმაგრეს დაემსგავსა. მეორე ტაიმიც ასეთი სცენარით დასრულდა. გუნდებმა ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, ამიტომ დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც პირველი დამატებული ტაიმის ბოლო წუთებზე ნეიმარმა ულამაზესი კედელი გაითამაშა, მეკარე მოატყუა და გოლიც გაიტანა.

ბრაზილია ფავორიტი იყო, თუმცა დაგვემშვიდობა - ხორვატია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ნეიმარი ნაკრებში გატანილი გოლებით პელეს გაუთანაბრდა

გაშვებული გოლის შემდეგ ხორვატიის ნაკრებს შეტევის გარდა სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდა. 117-ე წუთზე სელესაოს მარჯვენა ფლაგი ჩავარდა, რასაც ორსიჩის ჩაწოდება და ჰეტკოვიჩის გოლი მოჰყვა. მეორე დამატებითი ტაიმი 1:1 დასრულდა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში ზუსტი მაჩვენებელი ხორვატიას ჰქონდა, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესა. აღსანიშნავია ლივაკოვიჩის კიდევ ერთი გამორჩეული პენალტების სერია. ხორვატიამ უპირატესობა პირველ-ორ თერთმეტმეტრიანში მოიპოვა. ბურთთან ბრაზილიიდან მარკინიოსი მივიდა, რომელმაც მეკარე მოატყუა, თუმცა ძელს ბურთი ვერ ააცილა. 'პსჟ' -ს მცველმა შანსი ვერ გამოიყენა და ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი