ბრაზილიასთან დრამატული მატჩის შემდეგ მადრიდის "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მედიასთან კომენტარი დააფიქსირა.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ არასდროს არ უნდა დავნებდეთ. მუნდიალის წინ ჩვენი არავის არ სჯეროდა, თუმცა წარმატებას მაინც მივაღწიეთ"- განაცხადა ხორვატმა.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის ნახევარმცველმა მოედანზე 120 წუთი გაატარა, თერთმეტმეტრიანი შესანიშნავად შეასრულა და საკუთარი ნაკრების წარმატებაში დიდი როლი შეასრულა.