მარკიზიო: "ბრაზილიამ საკუთარ თავს დააბრალოს" » სპორტის ხაზი

მარკიზიო: "ბრაზილიამ საკუთარ თავს დააბრალოს"

მარკიზიო: "ბრაზილიამ საკუთარ თავს დააბრალოს"
10-12-2022, 11:58
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიისა და ხორვატიის შეხვედრის შესახებ არაერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ისაუბრა. მათ შორისაა ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო.მან RAI-სთან ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არგენტინას ნახევარფინალში მარტივი გასეირნება არ ელის.

"არგენტინისთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, ბრაზილიას აცდნენ, თუმცა ხორვატია არ უნდა ჩამოვწეროთ. ისინი იგებენ კოლექტიურად, ცოტა იღბლითა და გულით. ბრაზილია ამ მუნდიალიდან მოულოდნელად გამოეთიშა, მაგრამ საკუთარ თავს ბევრი რამ უნდა დააბრალონ. მათ მეტის გაკეთება შეეძლოთ"- თქვა ტურინული კლუბის ყოფილმა რვიანმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი