არგენტინა-ნიდერლანდების მატჩისას ამერიკელი ჟურნალისტი გარდაიცვალა » სპორტის ხაზი

არგენტინა-ნიდერლანდების მატჩისას ამერიკელი ჟურნალისტი გარდაიცვალა

არგენტინა-ნიდერლანდების მატჩისას ამერიკელი ჟურნალისტი გარდაიცვალა
10-12-2022, 14:11
Aa Aa
გაზიარება:

კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრისას, არგენტინა ნიდერლანდების მატჩზე ამერიკელი ჟურნალისტი გარდაიცვალა. გრანტ უოლი CBS Sports-ში მუშაობდა და დევიდ ბექჰემის შესახებ წიგნისაც.

მისი აგენტის, ტიმ სკანლანის თქმით, როდესაც თამაში დამატებით ტაიმებში გადავიდა, ამერიკელ ჟურნალისტს სავარაუდოდ, მწვავე სტრესული რეაქცია ჰქონდა. ადგილზე მისულმა ექიმებმა 48 წლის მამაკაცის რეანიმაცია ვერ შეძლეს. ჟურნალისტი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საგულისხმოა ისიც, რომ ხუთშაბათს უოლმა Spotify-ის პოდკასტში თქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრონქიტით დაავადდა და ადგილობრივ ექიმებს რამდენჯერმე მიმართა. მისმა აგენტმა თქვა, რომ ჟურნალისტს ტურნირისთვის ზედმეტად დატვირთული განრიგი ჰქონდა. ჯერჯერობით გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი