'ეს გამარჯვება ხორვატ გულშემატკივარს ეძღვნება' - დალიჩის კომენტარი მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

'ეს გამარჯვება ხორვატ გულშემატკივარს ეძღვნება' - დალიჩის კომენტარი მატჩის შემდეგ

'ეს გამარჯვება ხორვატ გულშემატკივარს ეძღვნება' - დალიჩის კომენტარი მატჩის შემდეგ
9-12-2022, 23:23
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიასთან მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ასპარეზობას გამოთიშა.

"ეს გამარჯვება ხორვატი გულშემატკივრისთვისაა. ეს გამარჯვება ბევრი შრომის და ბიჭების პროდუქტიულობის შედეგია. პირველიდან ბოლო წუთამდე ბრწყინვალედ ვითამაშეთ და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ასპარეზობას გამოვთიშეთ. ხორვატია სწორედ ესაა! სისწრაფე, თავდადება, შრომა. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ უფრო და უფრო წინ წასვლას ვგეგმავთ.

ეს გამარჯვება თითოეული ფეხბურთელის დამსახურებაა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მოთამაშეს, რომელმაც ნაკრებისთვის მცირედი რამ მაინც გააკეთა. დაე, ეს გამარჯვება ყველა ხორვატმა აღნიშნოს"
- თქვა 56 წლის სპეციალისტმა.

ხორვატიის ეროვნული ნაკრები 1/2 ფინალურ დაპირისპირებას არგენტისა და ნიდერლანდების ნაკრებს შორის გამარჯვებულთან გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი