ზლატკო დალიჩი: "მოდრიჩის შეცვლა მინდოდა" » სპორტის ხაზი

ზლატკო დალიჩი: "მოდრიჩის შეცვლა მინდოდა"

ზლატკო დალიჩი: "მოდრიჩის შეცვლა მინდოდა"
10-12-2022, 00:22
Aa Aa
გაზიარება:

ხორვატიისა და ბრაზილიის მეოთხედფინალური მატჩი დრამატული გამოდგა. დამატებით დროში "სელესაო" დაწინაურდა, მაგრამ ევროპელებმა ანგარიში გაათანაბრეს, საქმე კი თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა, სადაც ხორვატები უკეთესები გამოდგნენ.


მთელი შეხვედრის მანძილზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ლუკა მოდრიჩი მოწოდების სიმაღლეზე იყო. 37 წლის მოთამაშემ მატჩი სრულად ითამაშა. მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა იგი შეაქო:

"მოდრიჩმა 120 წუთი ითამაშა, გამარჯვებამდე მიგვიყვანა, პენალტი გაიტანა, როცა საჭირო იყო. არარეალურია. არ იყო დაღლილი, არასდროს ჩერდებოდა. მინდოდა მისი შეცვლა დამატებით დროში, მაგრამ მან მითხრა, რომ სრულიად მზად იყო ბოლომდე სათამაშოდ."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი