ამ წუთებში მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მერდვედფინალური მატჩი მიმდინარეობს პორტუგალიასა და შვეიცარიას შორის. ანგარიში გონსალო რამოშმა ჟოაო ფელიქსის გადაცემით გახსნა და პორტუგალია დააწინაურა.
მოგეხსენებათ, ესპანეთისა და მაროკოს შეხვედრაში მატჩის გმირი ბონო გახდა. მან თერთმეტმეტრიანების სერიაში 3 დარტყმა მოიგერია და მაროკო მეოთხედფინალში გაიყვანა.
მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე "მილანისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ოლივიე ჟირუ შესანიშნავად გამოიყურება. მან უკვე გადაუსწრო ტიერი ანრის და თავისი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების ბომბარდირი გახდა. ჟირუ თავდაპირველად კატარში არც კი აპირებდა წასვლას, მაგრამ "მილანში" წარმატებული ასპარეზობისა და კარიმ ბენზემას ტრავმის შემდგომ "მამლებისთვის" შეუცვლელი ფიგურა გახდა.
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში იმყოფება, სადაც ხვალიდან 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმება. გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძეს სამხრეთ ამერიკაში ათ სპორტსმენთან ერთად ჩავიდა და მათ შორის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძეცაა (+109 კგ.). შეგახსენებთ, რომ ლაშა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია.