რომან დოლიძე რეიტინგში დაწინაურდა | ქართველი ტიტულისკენ მიიწევს » სპორტის ხაზი

რომან დოლიძე რეიტინგში დაწინაურდა | ქართველი ტიტულისკენ მიიწევს

რომან დოლიძე რეიტინგში დაწინაურდა | ქართველი ტიტულისკენ მიიწევს
6-12-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ კვირას თავისი მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც რომანმა ნორვეგიელი მეტოქე, ჯეკ ჰერმანსონი ბრწყინვალედ დაამარცხა, რამაც მისი რეიტინგში დაწინაურება გამოიწვია.

UFC-ის განახლებული რეიტინგის მიხედვით, რომან დოლიძე საგრძნობლად დაწინაურდა და ქართველი მებრძოლი საშუალო წონაში მე-8 პოზიციაზე გადავიდა. სხვათაშორის, ქართველ სპორტსმენს UFC-ის ისეთი ვარსკვლავები უსწრებენ, როგორებიც არიან შონ სტირკლენდი და პაულო კოსტა. რაც შეეხება მე-5 პოზიციას, მას დერეკ ბრანსონი იკავებს, რომელთანაც ბრძოლა ჯეკ ჰერმანსონს უნდა გაემართა. ამ ეტაპზე კი, არსებობს რეალური შანსი, რომ 38 წლის ამერიკელს არა ნორვეგიელი, არამედ რომან დოლიძე დაუპირისპირდეს და მეტოქის დამარცხების შემთხვევაში ქართველი მებრძოლი ტიტულზე ბრძოლის პრეტენდენტი გახდება.

ცნობისთვის, MMA-ის ისტორიაში რეიტინგის უფრო მაღალ პოზიციაზე მხოლოდ ერთი ქართველი, მერაბ დვალიშვილი ყოფილა (ის ახლაც ამ ნიშნულს ინარჩუნებს). მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში მეორე ადგილს იკავებს. რაც შეეხება ქვემსუბუქ წონას, აქ მე-8 ადგილზე გიგა ჭიკაძეა, ხოლო ამავე დივიზიონში მე-14 კიდევ ერთი ქართველი, კერძოდ ილია თოფურიაა, რომელიც მიმდინარე კვირაში ბრაის მიტჩელს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში 5 პოზიციით დაწინაურდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი