"იგი ჩემპიონია"- იბრაჰიმოვიჩი ჟირუზე » სპორტის ხაზი

"იგი ჩემპიონია"- იბრაჰიმოვიჩი ჟირუზე

"იგი ჩემპიონია"- იბრაჰიმოვიჩი ჟირუზე
6-12-2022, 13:02
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე "მილანისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ოლივიე ჟირუ შესანიშნავად გამოიყურება. მან უკვე გადაუსწრო ტიერი ანრის და თავისი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების ბომბარდირი გახდა. ჟირუ თავდაპირველად კატარში არც კი აპირებდა წასვლას, მაგრამ "მილანში" წარმატებული ასპარეზობისა და კარიმ ბენზემას ტრავმის შემდგომ "მამლებისთვის" შეუცვლელი ფიგურა გახდა.

ტურნირის დაწყებამდე კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა ჟირუ საფრანგეთის ნაკრებში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარი აზრი დააფიქსირა: "დიახ, რადგან ის ჩემპიონია, სერიოზული ადამიანია. ის არ არის ფეხბურთელი, რომელიც სეზონში 40 გოლს გაიტანს, მაგრამ გუნდს ისეთ რამეს მოუტანს, რასაც სხვები ვერ აკეთებენ. იმიტომ, რომ ის არ არის მოედანზე საკუთარი თავისთვის, არამედ ის არის იქ გუნდისთვის."

იბრაჰიმოვიჩმა სხვა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ ჟირუ გახდება მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირიც.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი მეოთხედფინალში ინგლისს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.