როგორც უკვე მოგახსენეთ, ფრანგული მედიის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნის მცველის, ბენჟამინ პავარის თამაშით ნაკრებში რამდენიმე მოთამაშე და თავად მწვრთნელიც უკმაყოფილოა.
ბოლო პერიოდია, პავარი ნაკრების შემადგენლობაში აღარ ჩანს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი კომენტარი დიდიე დეშამის ასისტენტმა, გაი სტეფანმაც გააკეთა:
"ბენჟამინი არ თამაშობს, მაგრამ ის ვარჯიშობს და ამას კარგად უმკლავდება. მას ველაპარაკე და ცხადია, იმედგაცრუებულია, თუმცა ეს არის სპორტული არჩევანი, რომელიც გაკეთდა.
მომავალი გვიჩვენებს, დაბრუნდება თუ არა ის ეროვნულ ნაკრებში", - განაცხადა სტეფანმა.