ძალოსანთა ასპარეზობის თარიღები მსოფლიო ჩემპონატზე ცნობილია » სპორტის ხაზი

ძალოსანთა ასპარეზობის თარიღები მსოფლიო ჩემპონატზე ცნობილია

ძალოსანთა ასპარეზობის თარიღები მსოფლიო ჩემპონატზე ცნობილია
6-12-2022, 12:50
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში იმყოფება, სადაც ხვალიდან 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმება. გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძეს სამხრეთ ამერიკაში ათ სპორტსმენთან ერთად ჩავიდა და მათ შორის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძეცაა (+109 კგ.). შეგახსენებთ, რომ ლაშა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულების ათვლა აღნიშნული ტურნირიდან დაიწყება. მსოფლიოს პირველობაზე ქართველ ძალოსნების გამოსვლის განრიგი საქართველოს დროით შემდეგნაირად გამოიყურება:

7 დეკემბერი 20:30 სთ. გოდერძი ბერდელიძე (61 კგ.)
8 დეკემბერი 01:30 სთ. შოთა მიშველიძე (61 კგ.)
8 დეკემბერი 23:00 სთ. გურამ გიორბელიძე (67 კგ.)
9 დეკემბერი 23:00 სთ. კახი ასანიძე (73 კგ.)
12 დეკემბერი 04:00 სთ. რევაზ დავითაძე (89 კგ.)
12 დეკემბერი 23:00 სთ. ირაკლი გობეჯიშვილი (96 კგ.)
14 დეკემბერი 04:00 სთ. ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.)
16 დეკემბერი 04:00 სთ. გიორგი ჩხეიძე/ზაზა ლომთაძე (109 კგ.)
17 დეკემბერი 01:30 სთ. ლაშა ტალახაძე (+109 კგ.)

შეგახსენებთ, რომ შარშან მსოფლიოს ჩემპიონატს უზბეკეთის დედაქალაქმა ტაშკენტმა უმასპინძლა და ტალახაძის გარდა, კვარცხლბეკზე ასვლა კიდევ ორმა ქართველმა ძალოსანმა მოახერხა: ვერცხლის მედალს დაეუფლა შოთა მიშველიძე (61 კგ.), ბრინჯაო კი რევაზ დავითაძემ (89 კგ.) აიღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი