ტიაგო სილვამ მუნდიალის უნიკალური რეკორდი დაამყარა | დეტალები » სპორტის ხაზი

ტიაგო სილვამ მუნდიალის უნიკალური რეკორდი დაამყარა | დეტალები

ტიაგო სილვამ მუნდიალის უნიკალური რეკორდი დაამყარა | დეტალები
6-12-2022, 13:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ბრაზილიის ნაკრებმა 1/8 ფინალში სამხრეთ კორეა დიდი ანგარიშით დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ის ზლატკო დალიჩის ხორვატიას შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის გამარჯვებისას რეკორდი სამხრეთ ამერიკული გუნდის კაპიტანმა, ტიაგო სილვამ დაამყარა. საქმე ისაა, რომ როგორც Opta წერს, ჩელსის ცენტრალური მცველი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი (38 წელი და 74 დღე), ვინც მუნდიალზე საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

ცნობისთვის, აღნიშნული სტატისტიკური ცენტრი ინფორმაციას მხოლოდ 1966 წლიდან აგროვებს. შესაბამისად, ტიაგო სილვას ეს მიღწევაც 1966 წელს არ სცილდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი