წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი ეკვადორისთვის ბრწყინვალედ დაიწყო, რადგან ამ ქვეყნის ნაკრებმა მასპინძელი ყატარი ძალიან დამაჯერებლად 0:2 დაამარცხა. სამხრეთ ამერიკელთა მხრიდან ორივე გოლი ენერ ვალენსიამ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით ეკვადორმა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიის უნიკალური რეკორდი დაამყარა. დღევანდელი მოგებით, ეკვადორი გახდა მუნდიალის ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც მასპინძელი ქვეყანა პირველივე შეხვედრაში დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ეკვადორი მომდევნო შეხვედრას 25 ნოემბრის 20:00 საათზე ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ყატარი ამავე დღეს, ოღონდ 17:00 საათზე სენეგალს დაუპირისპირდება.