ბასილაშვილი ძირითად ბადეში მოხვდა - ქართველს ავსტრალიის ღია პირველობაზე ვიხილავთ » სპორტის ხაზი

ბასილაშვილი ძირითად ბადეში მოხვდა - ქართველს ავსტრალიის ღია პირველობაზე ვიხილავთ

ბასილაშვილი ძირითად ბადეში მოხვდა - ქართველს ავსტრალიის ღია პირველობაზე ვიხილავთ
6-12-2022, 20:56
Aa Aa
გაზიარება:

ავსტრალიის ღია პირველობაზე, რომელიც 2023 წლის დასაწყისში გაიმართება ქართველი ფეხბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირზე 128 ჩოგბურთელი იასპარეზებს, აქედან ძირითად ბადეში 104 კაცს ვიხილავთ, სადაც ბასილაშვილიც მოხვდა. გარდა ამისა 8 მოთამაშე 'უაილდ ქარდს' მიიღებს, 16 ჩოგბურთელი კი კვალიფიკაციიდან გადმოვა.

ნიკოლოზს მართლაც არ ჰქონია იდეალური სეზონი - 30 წლის სპორტსმენმა ამ სეზონში გამართული ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ ოთხში იმარჯვა და ასეთი ცუდი პერფორმანსი მის რეიტინგზეც აისახა. ქართველი ჩოგბურთელი 595 ქულით 92-ე საფეხურზე იმყოფება.

ცნობისთვის, ჩოგბურთელმა წინა ავტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზა, თუმცა გათამაშების პირველივე წრეში გამოცდილ ჩოგანთან ენდი მარისთან – 1:6, 6:3, 4:6, 7:6 (7:5), 4:6 ანგარიშით დამარცხდა.

ბასილაშვილი ძირითად ბადეში მოხვდა - ქართველს ავსტრალიის ღია პირველობაზე ვიხილავთ

ბასილამ 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე თავი ვერ დაგვამახსოვრა

2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი რაფაელ ნადალი ამჯერად მე-2 განთესვით ითამაშებს, პირველი მისი ახალგაზრდა თანამემამულე კარლოს ალკარასია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ამერიკის ღია პირველობა მოიგო.

ასევე დიდი ალბათობით აღნიშნულ ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩიჩ იასპარეზებს, რომელიც გასულ ტურნირზე კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო ვერ ვიხილეთ.

ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 75 მილიონ დოლარზე მეტი იქნება, საიდანაც საუკეთესოს დაახლოებით 3 მილიონი ერგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი