'დაუმთავრებელი საქმე გვაქვს' - ვან გაალი არგენტინასთან შურისძიებას აპირებს » სპორტის ხაზი

'დაუმთავრებელი საქმე გვაქვს' - ვან გაალი არგენტინასთან შურისძიებას აპირებს

'დაუმთავრებელი საქმე გვაქვს' - ვან გაალი არგენტინასთან შურისძიებას აპირებს
6-12-2022, 20:14
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალურ სტადიაზე ერთმანეთს ნიდერლანდები და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. გუნდების დაპირისპირებების ისტორიის მიხედვით კი ფეხბურთის ენთუზიასტები სანახაობრივ მატჩს ველით.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ნიდერლანდების მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიხსენა და განაცხადა, რომ ის არგენტინასთან შურისძიებას აპირებს.

"მესი არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მატჩის გადაწყვეტა ინდივიდუალური ქმედებებით, ის ფეხბურთის ღმერთია. თუმცა, ყველას გვახსოვს 2014 წლის ნახევარფინალური შეხვედრა სადაც არგენტინამ პენალტების სერიაში იმარჯვა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ახლა ეს გვახსოვს და შურისძიება ვგეგმავთ.

'დაუმთავრებელი საქმე გვაქვს' - ვან გაალი არგენტინასთან შურისძიებას აპირებს

2014 წელს ნიდერლანდები არგენტინასთან პენალტების სერიაში ანგარიშით 2:4 დამარცხდა

მე მჯერა ჩემი გუნდის და ვფიქრობ, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია. თუ ვერ მოვახერხეთ, იმას მაინც ვერ იტყვიან, რომ წარუმატებლები ვიყავით."


ამ თემის გარდა 71 წლის სპეციალისტმა თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის დასრულებას გეგმავს. - "პრინციპში, პენსიაზე გავალ, მაგრამ არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს."

გეტყვით იმასაც, რომ ვან გაალის თავკაცობით გუნდი 19 შეხვედრაა არ მარცხდება, თუმცა არგენტინასთან ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელებს რთული გამოცდა ელით, რადგან სასწორზე ბევრი რამ დევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი