ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ მის ზოგიერთ მოთამაშეს გრიპის ვირუსი აწუხებს. მსგავსი პრობლემა ესპანეთისა და ბრაზილიის ნაკრებშიც შეინიშნება. გავრცელებული ვერსიით, ეს სტადიონზე დამონტაჟებული მასიური ზომის კონდიციონერების ბრალია.
"გუნდში ვირუსი ტრიალებს. ნამდვილად შემაშფოთებელია, რაც ხდება. 15 ფეხბურთელი ავადაა. ამისდა მიუხედავად, თამაში ყველას შეუძლია"- განაცხადა ვან გაალმა.
ესპანეთის ნაკრებში აღნიშნული პრობლემა მორატასა და დანი კარვახალს აწუხებდათ, ბრაზილიაში კი ანტონის.