VIDEO: გაკპოს ბრწყინვალე გოლით ნიდერლანდების ნაკრები დაწინაურდა » სპორტის ხაზი

VIDEO: გაკპოს ბრწყინვალე გოლით ნიდერლანდების ნაკრები დაწინაურდა

VIDEO: გაკპოს ბრწყინვალე გოლით ნიდერლანდების ნაკრები დაწინაურდა
25-11-2022, 20:10
Aa Aa
გაზიარება:

ამ წუთებში მიმდინარეობს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის A ჯგუფის ლიდერების შეხვედრა, სადაც ნიდერლანდების ნაკრები ეკვადროს საწყის წუთებში მინიმალურად, 1:0-ს ამარცხებს.

აღსანიშნავია, რომ ევროპელთა მხრიდან თავის გამოჩენა კვლავ ნიდერლანდური პსვ-ს ფეხბურთელმა, კოდი გაკპომ შეძლო, რომელმაც წინა ტურში სენეგალის კარის აღებაც მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ კოდი გაკპოს პსვ-ს შემადგენლობაში შესანიშნავი სეზონი აქვს. ნიდერლანდელ ფორვარდს ერედივიზიონის 14 შეხვედრაში 9 გოლი და 12 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.

ცნობისთვის, თუ ლუის ვან გაალის გუნდი ამ თამაშის მოგებას მოახერხებს, მაშინ ნიდერლანდების ნაკრები, უდიდესი ალბათობით, ჯგუფს დაძლევს და მუნდიალის ფლეიოფში ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი