"ხვიჩასა და ვიქტორის დუეტი ნაპოლის ოცნებას აუხდენს" | Corriere dello Sport » სპორტის ხაზი

"ხვიჩასა და ვიქტორის დუეტი ნაპოლის ოცნებას აუხდენს" | Corriere dello Sport

"ხვიჩასა და ვიქტორის დუეტი ნაპოლის ოცნებას აუხდენს" | Corriere dello Sport
6-12-2022, 14:20
Aa Aa
გაზიარება:

ყველას გუშინდელი დღესავით გვახსოვს ის მომენტი, როდესაც კატარმა და ეკვადორმა მიმდინარე მუნდიალი პირველი შეხვედრით გახსნეს და აგერ უკვე ლამისაა 1/4 ფინალებსაც მივადექით. ცხადია, ამ პერიოდში ყველაზე დიდი ყურადღება მსოფლიოს ჩემპიონატს ეთმობა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი იტალიური გაზეთი, კერძოდ Corriere dello Sport არც შიდა ჩემპიონატსა და მის ფავორტს, ნაპოლის ივიწყებს, რომლის შესახებაც, ის ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

იტალიური გამოცემა განსაკუთრებით გამოარჩევს იმ 2 მოთამაშეს, რომლებსაც ნაპოლის ოცნების კარიბჭემდე მიყვანის მთავარი როლი აკისრიათ, ესენი ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან: "იქამდე, სანამ სეზონი დაიწყებოდა, ნაპოლის გულშემატკივრები თავს იმედებითა და მოლოდინებით იმშვიდებდნენ, მაგრამ, როდესაც ხვიჩასა და ვიქტორის დუეტმა ერთად 18 გოლი გაიტანა, ისტორიამ უკვე რეალური სახე მიიღო. ახლა, როდესაც ნაპოლი შეკრებას იწყებს, ოსი და კვარა მზად არიან, რომ სეზონის სტარტის მსგავსად, დრიბლინგები კვლავ განახორციელონ და გოლებიც კვლავ გაიტანონ. ამ დუეტმა ერთად 21 შეხვედრიდან მხოლოდ 11-ჯერ ითამაშა, რაც ამავე ფეხბურთელების ტრავმებმა განაპირობა, თუმცა ის, რაც მათ ამ პერიოდის განმავლობაში შეძლეს ნამდვილი საოცრებაა. ზაფხულის მოლოდინი ნაპოლის გულშემატკივრებს გენიალურ საშობაო განცდად გადაექცათ, რაშიც მთავარი მონაწილენი ოსიმენი და კვარაცხელია გახლავთ - ორი მოთამაშე, რომელიც ნაპოლის ოცნების ასრულებისკენ მიუძღვის. ეს არის ორი პარალელური სამყაროს ისტორია, რომლის მთავარი გმირებიც ნატვრის ასახდენად გაერთიანდნენ. იტალიის სერია A-ს მოსაგებად ნაპოლის გასაღები ნამდვილად გააჩნია, ამ გასაღების სახელი კი ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენია." - წერს იტალიური გამოცემა.

ცნობისთვის, ნაპოლი თურქულ შეკრებაზე პირველ შეხვედრას ხვალ, 7 დეკემბერს ანტალიასპორის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული მატჩი ჩვენი დროით 21:45-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი