'როგორ დაიპყრო ქართველმა ნახევარმცველმა ნაპოლი' - Flashscore ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას აქვეყნებს » სპორტის ხაზი

'როგორ დაიპყრო ქართველმა ნახევარმცველმა ნაპოლი' - Flashscore ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას აქვეყნებს

'როგორ დაიპყრო ქართველმა ნახევარმცველმა ნაპოლი' - Flashscore ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას აქვეყნებს
11-11-2022, 13:02
Aa Aa
გაზიარება:

'ნაპოლის' მომავალ დიეგო მარადონად ხვიჩა კვარაცხელია ითვლება, ბიჭი რომელმაც 21 წლის ასაკში მსოფლიო გააოცა და თავი იმ ულამაზეს ქალაქში ამოყო, სადაც ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ. - "მართალი გითხრათ, ფეხბურთი არ მაინტერესებდა. მანამდე საერთოდ არ ვუყურებდი. ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვინც არ უყურებდა და ახლა უყურებს ყველა მატჩს."

ვინ არის ეს ბიჭი, რომელსაც მარადონას საპატივსაცემოდ 'კვარადონას' ეძახიან ? - ნაპოლიმ 2021/22 წლების სეზონი სერია A-ში მესამე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ეს იყო პროგრესი მას შემდეგ, რაც კარაცხელიამ ერთი წლის წინ ევროტურნირი გამოტოვა. გულშემატკივრების ოცნებები 33 წლის შემდეგ ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაზე თუ არ დასამარდა, შემცირდა მაინც, როდესაც გუნდი ოთხმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მოთამაშემ ზაფხულში დატოვა. მათ ნაცვლად რამდენიმე ფეხბურთელი მიიწვიეს. „ნაპოლის“ ყველაზე იაფი ტრანსფერი კვარაცხელია იყო, რომელშიც კლუბის მფლობელმა, აურელიო დე ლაურენტისმა მხოლოდ ათი მილიონი ევრო გადაიხადა. „კვარა ვინაა?“ – აინტერესებდათ ნეაპოლიტანელ ფანებს. ასეთი სატრანსფერო პოლიტიკით ისე ჩანდა, რომ გუნდი მიზნად ისახავდა გრძელვადიან პროგრესს და არა ნანატრი ტიტულის მოპოვებას.

'როგორ დაიპყრო ქართველმა ნახევარმცველმა ნაპოლი' - Flashscore ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას აქვეყნებს

კვარაცხელია ვინაა? ის საქართველოს ნათელი მომავალია

გულშემატკივრები ელოდნენ ქართველის სადებიუტო შეხვედრას 'ნაპოლის' მაისურით. 'ვერონასთან' შეხვედრაში შედგა დებიუტი და 21 წლის შემტევმა გოლს პლუს ასისტი მიიწერა, თუმცა დღევანდელ ფეხბურთში მხოლოდ ერთ შეხვედრაში გაბრწყინება არაფერს ნიშნავს. „მონცასთან“ დუბლი და გოლი „ლაციოსთან“, შემდეგ იყო ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი „ლივერპულთან“. გოლის გარეშეც კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელმაც მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო. მარცხენა ფლანგზე შეტევების წყალობით, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მას ჰქონდა დებიუტი ლიგაზე. როდესაც მსაჯმა მატჩი დაასრულა და ტაბლოზე შარშანდელი ლიგის ფინალისტის წაგება 4:1 დაფიქსირდა, ეჭვი აღარავის ეპარებოდა იმაში, რომ „ნაპოლიმ“ ბრილიანტი იპოვა კვარაცხელიას სახით.


'გულით რაც გინდა ყველაფერს გააკეთებ'

იტალია არის მიქელანჯელოს სამშობლო, ასევე ალესანდრო დელ პიეროსი. ამ ქვეყანამ მსოფლიოს აჩუქა „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორი და ღვთაებრივი რობერტო ბაჯო. გულშემატკივრებს უყვართ დიდი ფეხბურთელები, ეთაყვანებიან და მეტსახელებით პატივისცემასა და სიყვარულს გამოსახატავენ.​ ნეაპოლელებმა ახალგაზრდა ქართველს „კვარავაჯო“ უწოდეს, რომელიც თითქოს დიდ ხელოვანივით მოედანზე ფუნჯით „ხატავს“, მაგრამ საუკეთესო კომპლიმენტი „ნაპოლის“ ფეხბურთელისთვის იყო შედარება მარადონასთან, რომელთანაც ასოცირდება 1987 და 1990 წლებში მოპოვებული „ნაპოლის“ ორი საჩემპიონო ტიტული. ახლა ძველი დიდების დაბრუნებაში მთელი ქალაქის სიმბოლო „კვარადონაა“. - "მარადონასგან შორს ვარ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე." – თქვა ხვიჩამ.

"ქართული ფეხბურთის სიმბოლო და ერის იმედი" - ყველაზე კარგად ხვიჩას ფასი ალბათ საქართველოში იციან. 2020 წელს საქართველო ახლოს იყო პირველ დიდ ტურნირზე მოხვედრასთან, როდესაც ევრო 2024-ის პლეიოფში გავიდა – ახლად შექმნილმა ერთა ლიგამ ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდებსაც ევროპის ჩემპიონატზე ოცნების შანსი მისცა. ქართველებმა D ლიგის ჯგუფი მოიგეს და პლეიოფის ნახევარფინალში ბელორუსთან გამარჯვების შემდეგ, ევროზე საგზურისთვის ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაპირისპირება მოუხდათ. ამ უმნიშვნელოვანეს მატჩამდე ცოტა ხნით ადრე კვარაცხელიას კოვიდ-19-ზე დადებითი ტესტი დაუდასტურდა – მასპინძელთა უპირატესობა არც მას შემდეგ შემცირდა, როდესაც გადაწყდა, რომ პანდემიის გამო მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდებოდა. საქართველომ 1:0 წააგო და მათი ოცნება დაინგრა.


საქართველო მაკედონიასთან 1:0 დამარცხდა

თუმცა, ახლა, ერთი წლის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C ლიგაში საუკეთესოა. ეს ნიშნავს, რომ ნახევარფინალს უმასპინძლებს და ევრო 2024-ზე მოხვედრის დიდი შანსი აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი