მე ხვიჩა კვარაცხელია ვარ - საქართველოს ნაკრების მომავალი საიმედო ხელშია » სპორტის ხაზი

მე ხვიჩა კვარაცხელია ვარ - საქართველოს ნაკრების მომავალი საიმედო ხელშია

მე ხვიჩა კვარაცხელია ვარ - საქართველოს ნაკრების მომავალი საიმედო ხელშია
5-11-2022, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წლის წინ ალბათ ცოტა თუ იფიქრებდა იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი ისეთი ფეხბურთელის იმედზე იქნებოდა, რომელიც ევროპას "აზანზარებეს" და საკუთარ კლუბში ლეგენდის საპატივსაცემოდ "კვარადონასაც" კი ეძახიან. "ეს არის გუნდი, რომელსაც ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდი აქვს. გუნდი, რომელიც არის ერთიანი. გუნდი, რომელიც მუდმივ თვითგანვითარებაზე მუშაობს და ასე ახლოს არის წარმატებასთან. ამაში უდიდესი წვლილი კი კვარაცხელიას მიუძღვის" - ლევან კობიაშვილი.

დღეს კი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს გვახარებს ის ფაქტი, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში ვარსკვლავად მოიხსენიებენ, გვახარებს ის ფაქტი, რომ მასზე მთელი საფეხბურთო მედია საუბრობს და გვახარებს, ისიც რომ ნაპოლის გულშემატკივარი საკუთარი კლუბის მატჩზე ხვიჩას გამო და მისი მაისურის მოსარგებად მიდის.

ხვიჩა კვარაცხელია - მედიის მხრიდან ქართველი ფეხბურთელისადმი ინტერესი "რუბინიდან" იწყება. იმდროს ხვიჩა რუსული გუნდის უპირობო ლიდერი და მომენტების მთავარი შემქმნელი იყო. მისმა დამაჯერებელმა, ლაღმა და ჰაეროვანმა ფეხბურთმა რუსეთში ყველა აღაფრთოვანა, თუმცა დადგა მომენტი, როდესაც 21 წლის ფეხბურთელს თავის კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადაედგა და საფეხბურთო კარიერა სხვა, უფრო განსხვავებულ ეტაპზე უნდა გადაეყვანა.

რუსეთ-უკრაინის ომმა კი კვარაცხელიას შანსი მისცა დაეტოვებინა ოკუპანტი ქვეყანა და დროებით საფეხბურთო კარიერა დინამო "ბათუმში" გაეგრძელებინა. ქართველის მონაგარი დინამოს ფეხბურთელის რანგში 16 მატჩში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემა იყო. ამ გასაოცარმა სტატისტიკამ კი უფრო მეტი კლუბის ყურადღება მიიქცია.

იწერებოდა "ჩელსიზე" ; "რეალზე" , ყველაზე რეალური ვარიანტი თითქოს "აიაქსი" იყო, თუმცა ყველაფერი ისე დატრიალდა, რომ ქართველი ფეხბურთელი ისეთ კლუბში გადავიდა, სადაც ოდესღაც ლეგენდარული, დიეგო მარადონა თამაშობდა.

მე ხვიჩა კვარაცხელია ვარ - საქართველოს ნაკრების მომავალი საიმედო ხელშია


ხვიჩა "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრებში იღებდა მონაწილეობას, გოლებიც გაჰქონდა და სპალეტის თავისი ფეხბურთით ხიბლავდა, თუმცა მთავარი გამოწვევა სერია A და ჩემპიონთა ლიგა იყო. ნეაპოლელთა პირველი მეტოქე "ვერონა" გახლდათ, სადაც ქართველმა თავისი სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა და იტალიელ გულშემატკივრებს თავი უფრო ახლოდან გააცნო. ამის შემდეგ იყო "მონცა" (ორი გოლი) ; იყო "ლაციო" (გადამწყვეტი გოლი) და დადგა მნიშვნელოვანი მომენტი - "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ ბენეფისი შემოგვთავაზა და თავი საგოლე გადაცემით და ლამაზი ფეხბურთით დაგვამახსოვრა.



ამ გადატვირთული გრაფიკის შემდეგ, "ნაპოლის" მნიშვნელოვანი გამოცდა სან სიროზე "მილანის" წინააღმდეგ ელოდა. ბევრის აზრით სპალეტის შეგირდები სკუდეტოს მფლობელთან გამარჯვებას ვერ შეძლებდნენ, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა, სტუმრებმა მოიგეს (1-2) , ხოლო ხვიჩამ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. შემდეგ იყო "ტორინო" , სადაც ქართველმა ისევ გაიტანა. მომდევნო ეტაპი კი "აიაქსი" იყო, სადაც ბევრისთვის მოულოდნელად იტალიურმა გუნდმა მეტოქე გაანადგურა, ანგარიშით 1:6, ქართველმა კი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თავისი სადებიუტო გოლიც გაიტანა.



"აიაქსთან" გამარჯვების შემდეგ, "ნაპოლიმ" ზედიზედ ხუთი თამაში მოიგო, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში დამარცხდა "ლივერპულის" წინააღმდეგ (2:0), თუმცა იტალიური გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე მაინც გავიდა.

ამ მომენტში ხვიჩა კვარაცხელიას მონაგარი პარტენოპეის მაისურით 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. ქართველი სერია A-ს მესამე საუკეთესო ბომბარდირია.

"მრავალგზის მიმოფანტული ქართული ფეხბურთი ერთდება და თავს ამ ფეხბურთელში იყრის. ფეხბურთის კარუზოს სამშობლოდან , ჭეშმარიტი კარუზოს ქალაქში საქართველომ ელჩი მიავლინა და კვარამ საკუთარი ქვეყანა მსოფლიო ფეხბურთის რუკაზე დააბრუნა"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი