იტალიური კლუბის პარმას ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ ნაპოლის და ატალანტას შემტევები ხვიჩა კვარაცხელია და ადემოლა ლუკმენი ერთმანეთს შეადარა და ირიბად, ძალიან მცირე უპირატესობა ლუკმენს მიანიჭა.
"რომელს ავირჩევდი ლუკმენსა და კვარაცხელიას შორის? ნიგერიელი შემტევი უფრო გამტანია, მაგრამ ნაკლებად ტექნიკურია, თავის მხრივ, კვარა ნაპოლის ბომბარდირია.
მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე თამაშობენ, საქმე გვაქვს ორ განსხვავებულ მოთამაშესთან. ლუკმენს მეტი ძალა და უკეთესი საგოლე სერია აქვს", - განაცხადა ფედელემ.
ცნობისთვის, 27 წლის ლუკმენს სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს, რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, 23 წლის ტალანტს 11 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მოუგროვდა..