იტალიელმა სპორტულმა დირექტორმა და ყოფილმა საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Marte Sport Live-ის ეთერში ნაპოლის შესახებ ისაუბრა და იტალიური კლუბის პრეზიდენტს ირვინ ლოსანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება ურჩია.
"კრემონეზესთან შეხვედრაში სულ სხვა ლოსანო ვიხილეთ. აშკარაა, რომ დაცვითი კუთხით ძალიან მოუმატა და მისი შეჩერება ურთულესია. ნაპოლიმ მას კოონტრაქტი უნდა გაუხანგრძლივოს და მექსიკელის გაშვებაზე უარი თქვას", - განაცხადა ფედელემ.
ცნობისთვის, ირვინ ლოსანო ნაპოლის 2019 წელს, ჰოლანდიური პსვ-დან 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.