იტალიურ პრესაში ვრცელდება ფაბიო კანავაროს ყოფილი აგენტის, ენრიკო ფედელეს კომენტარი, სადაც ის ხვიჩა კვარაცხელიასა და ნაპოლის ტაქტიკაზე საუბრობს:
"მე ვნახე ნაპოლის ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა, რომელიც მათ ვილიარეალის წინააღმდეგ გამართეს. გავიგე ისიც, რომ სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას დაცვაში ჩასვლასა და ბურთის ართმევაზე ორიენტირებულს ხდის, რაც, ჩემი აზრით, არასწორია. ლუჩანოს დიდ პატივს ვცემ, რადგან მას დიდი საფეხბურთო განათლება აქვს, თუმცა მან კვარაცხელიას საოცარი ტალანტი უნდა გახსნას და არა გალიაში მოაქციოს." - თქვა ენრიკო ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ს ინტერთან დაპირისპირებით 4 იანვარს, 23:45-ზე განაახლებს.