ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ნაპოლიში არსებული სიტუაცია შეაფასა და კლუბს ვიქტორ ოსიმენის გაშვების გადაწყვეტილება არ მოუწონა.
"ოსიმენი ნაპოლის ჩემპიონობაში დაეხმარა, თუმცა კლუბმა ის მოიშორა და საბოლოოდ გალათასარაიში გაუშვა, ვინ დარჩა წაგებული ამ სიტუაციიდან? რა თქმა უნდა ნაპოლი.
ოსიმენი ბევრად უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე რომელუ ლუკაკუ - აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად გუნდის მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ეკუთვნის, რადგან მას ლუკაკუსთან მუშაობა სურდა", - განაცხადა კასანომ.
ცნობისთვის, ვიქტორ ოსიმენი გალათასარაიში ერთწლიანი იჯარით გადავიდა, თურქულ კლუბს კი მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.