მიმდინარე სეზონში ხშირად ყოფილა ეპიზოდები, როცა სკოტ მაკტომინეი და ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე ერთმანეთს ვერ უგებენ - აღნიშნული ფაქტი არც იტალიელი სპეციალისტის ენრიკო ფედელეს ყურადღების მიღმა დარჩენილა.
"მაკტომინეი მოედანზე როგორც პირველი ფორვარდი ისე მოქმედებს, რის გამოც ხვიჩა კვარაცხელიას სივრცეს იკავებს, ზუსტად იმ სივრცეს, სადაც ქართველი უნდა იღებდეს ბურთს.
სწორედ ამიტომ, კვარაცხელია მაკტომინეის ეჯახება ხოლმე, რომელიც გოლის გატანაზეა ორიენტირებული და სივრცეს ართმევს", - განაცხადა ფედელემ.
ცნობისთვის, სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩამ ჩატარებულ 11 შეხვედრაში თავი 5 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.