ერთა ლიგაზე უკრაინასთან, 16 ნოემბერს და ჩეხეთთან, 19 ნოემბერს, მატჩებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
თემებს შორის იყო მიქაუტაძის "ლიონისა" და დავითაშვილის "სენტ-ეტიენის" დაპირისპირება, 10 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში, რაზეც ვილიმ თქვა:
"სენტ-ეტიენისა" და "ლიონის" თამაშს რაც შეეხება, ეს საფრანგეთში ისტორიული დაპირისპირებაა. ზურიკომ ძალიან მოუმატა და ეს მახარებს. ხოლო მიქაუტაძემ ბოლოს გაიტანა და 7 ნოემბერს ევროპა ლიგაზეც ითამაშა. ის კი ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და მნიშვნელოვანია, რომ გიორგი თავდაჯერებული იყოს. ზურიკოს ძირითადში ველი, იმედია მიქაუტაძეც მიიღებს სათამაშო დროს. მე, ცხადია, ამ დერბიში ზურიკოსკენ ვიქნები, "სენტ-ეტიენის" გამო.
- ამბობს ფრანგი.