რამდენიმე საათის წინ საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფას 2025 წლის ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეტოქეები შეიტყო.
ირის ანტმანის გაწვრთნილი გუნდი C ლიგის მე-2 ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები კვიპროსი, ანდორა და მალტა გახლავთ.
კვიპროსი ქალთა შორის ევროპაში მე-17 პოზიციაზე გახლავთ, რომელიც ჯგუფის ფავორიტი იქნება. რაც შეეხება ანდორასა და მალტას, ისინი 51+ და 35-ე ადგილებს იკავებენ, საქართველო კი სიძლიერით ევროპის 33-ე ნაკრებია.
C ლიგა ჯამში 6 სხვადასხვა ჯგუფისგან შედგება და B დივიზიონის საგზურებს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჯგუფური ეტაპის მატჩები 2025 წლის თებერვალში, აპრილსა და ივნისში გაიმართება, პლეიოფი კი ოქტომბერში შედგება.