მინუს ერთი ფორვარდი - ვინ გამოაკლდა უკრაინას საქართველოსთან მატჩამდე » სპორტის ხაზი

მინუს ერთი ფორვარდი - ვინ გამოაკლდა უკრაინას საქართველოსთან მატჩამდე

მინუს ერთი ფორვარდი - ვინ გამოაკლდა უკრაინას საქართველოსთან მატჩამდე
გუშინ, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბრის თვეში ორ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. პირველი მათგანი უკრაინასთან 16-ში შედგება, მეორე კი ჩეხეთთან სამი დღის შემდეგ.

როგორც უკრაინულ მედიაში წერენ, მეტოქე გუნდის ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე ჟირონას შემტევი, ვიქტორ ციგანკოვი დააკლდება, რომელმაც ვადაზე ადრე გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.

ვილი სანიოლის გუნდს უკრაინასთან რევანში აქვს ასაღები. გასულ თვეს ამავე ნაკრებთან 1:0 წავაგეთ, არადა იქამდე შესანიშნავი სვლა გვქონდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ერთა ლიგის ჯგუფში მეორე ადგილს 6 ქულით იკავებს, უკრაინა კი ბოლოზე 4 ქულითაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი