VIDEO: "ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ" | გოჩოლეიშვილი გუნდელებს დაემშვიდობა » სპორტის ხაზი

VIDEO: "ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ" | გოჩოლეიშვილი გუნდელებს დაემშვიდობა

VIDEO: "ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ" | გოჩოლეიშვილი გუნდელებს დაემშვიდობა
6-12-2022, 13:40
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ 21 წლის ქართველმა განაპირა მცველმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მაროკოსთან მატჩის დროს ჰქონდა, საბურთალო დატოვა და დონეცკის შახტარში გადაბარგდა.

ცხადია, გიორგის საბურთალოელებთან გამოსამშვიდობებელი სიტყვის თქმის შესაძლებლობა მიეცა, რისი ამსახველი ვიდეოც ქართულმა კლუბმა სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა - იხილეთ ვიდეო.

ცნობისთვის, უკრაინულ კლუბს საბურთალოსთვის გოჩოლეიშვილის გასაფორმებლად 600 000 ევროს გადახდა მოუწია, ქართველი კი, დონეცკის შახტარს 2023 წლის პირველი იანვრიდან შეუერთდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი