სურთ თუ არა პორტუგალიელებს რონალდოს შვეიცარიასთან ხილვა - გამოკითხვის საოცარი შედეგი » სპორტის ხაზი

სურთ თუ არა პორტუგალიელებს რონალდოს შვეიცარიასთან ხილვა - გამოკითხვის საოცარი შედეგი

სურთ თუ არა პორტუგალიელებს რონალდოს შვეიცარიასთან ხილვა - გამოკითხვის საოცარი შედეგი
6-12-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთში დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპი, საადაც პორტუგალია შვეიცარიას დაუპირისპირდება და მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებას შეეცდება.

სანტოშის ბიჭები კარგ ფორმაში არიან, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით კრიშტიანო რონალდუზე, რომელმაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა, ისიც თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.

37 წლის ფეხბურთელის ასეთი გამოსვლით პორტუგალიელი გულშემატკივრები განრისხებულნი არიან და ისინი შვეიცარიასთან რონალდოს სკამზე ხილვას ითხოვენ.

ამ თემასთან დაკავშირებით პორგუალიურმა გამოცემამ A Bola-მ ჩაატარა გამოკითხვა თავისი მკითხველებისთვის - 'უნდა იყოს თუ არა რონალდო შვეიცარიასთან პორგუალიის ძირითად შემადგენლობაში?'.

შედეგები გასაკვირი იყო - გამოკითხვაში მონაწილეთა 30 % - ს სურს, რომ 'მანჩესტერ იუნაიტედის' ყოფილი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყოს, დანარჩენი 70 % კი ამ აზრს ეწინააღმდეგება.

სურთ თუ არა პორტუგალიელებს რონალდოს შვეიცარიასთან ხილვა - გამოკითხვის საოცარი შედეგი


გულშემატკივრებს რონალდოს ძირითად შემადგენლობაში ხილვა არ სურთ


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი