ინტერმა ბაიერნს ულტიმატუმი წაუყენა - ან ზიან ზომერის ტრანსფერის თაობაზე (მაქსიმუმ მომდევნო კვირის დასაწყისამდე) მიაღწევს შეთანხმებას, ან სხვა ალტერნატივის ძიებას დაიწყებენ.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცისი თანახმად, პსჟ-ის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას და მის მეგობარ გოგონას სახლში მძარცველები შეუვარდნენ - კრიმინალებმა წყვილი დააბეს, სახლიდან კი 500 ათასი ევროს ოდენობის თანხა წაიღეს.
ნიუკასლის დიდი ინტერესის ფონზე, ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესანარჩუნებლად ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაიწყო - იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, აპოლის პრეზიდენტი ქართველ შემტევთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აქტიურად მუშაობს.
უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიმ მინ ჯე ბაიერნის ახალი ფეხბურთელია - გერმანული გამოცემების მტკიცებით, ტუხელის გუნდმა ყველაფერი საბოლოოდ მოაგვარა და ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში უნდა ველოდოთ.
ალვარო მორატამ შესაძლოა კარიერა იტალიურ ინტერში გააგრძელოს - ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი გამოცემები ავრცელებენ და ირწმუნებიან, რომ ინტერმა მადრიდის ატლეტიკოსთან ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობა უკვე განიხილა.