დონარუმა მეგობარ გოგონასთან ერთად დააბეს და გაძარცვეს - წაღებულია 500 000 ევრომდე » სპორტის ხაზი

დონარუმა მეგობარ გოგონასთან ერთად დააბეს და გაძარცვეს - წაღებულია 500 000 ევრომდე

დონარუმა მეგობარ გოგონასთან ერთად დააბეს და გაძარცვეს - წაღებულია 500 000 ევრომდე
21-07-2023, 15:31
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცისი თანახმად, პსჟ-ის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას და მის მეგობარ გოგონას სახლში მძარცველები შეუვარდნენ - კრიმინალებმა წყვილი დააბეს, სახლიდან კი 500 ათასი ევროს ოდენობის თანხა წაიღეს.

როგორც გაირკვა, ინციდენტი გუშინ გვიან ღამით მოხდა. იწერება ისიც, რომ მძარცველებმა დონარუმა და მისი მეგობარი გოგონა გააშიშვლეს, გაკოჭეს და ერთ-ერთ ოთახში გამოკეთეს.

ყველაფრის მიუხედავათ, მოგვიანებით წყვილმა გაქცევა და თავის გათავისუფლება მაინც მოახერხა და თავი სახლთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს შეაფარეს.

სასტუმროს თანამშრომლებმა შოკურ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულებს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და პოლიცია გამოიძახეს.

დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს და ამ დრომდე იძებნებიან - საქმეს საფრანგეთის ბანდიტიზმთან ბრძოლის პოლიცია იძიებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი