"ალიანს არენაზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარ-ფინალურ დაპირისპირებაში "ბაიერნი" და "რეალი" ანგარიშით 2-2 დაზავდნენ.
შეხვედა ტონი კროოსის უჭკვიანესი საგოლე გადაცემით გაიხსნა, რომელიც ვინისიუს ჟუნიორმა დააგვირგვინა.
გოლის გატანის შემდეგ ბრაზილიელი ფეხბურთელი ტონისთან მივარდა და მას თავი პატივისცემის ნიშნად დაუხარა და მიანიშნა, რომ დიდებული რამ გააკეთა.