ანზორ კავაზაშვილი: "ვერაფრით ვიგებ თუ როგორ ამჯობინა საზონოვმა რუსეთს საქართველო" » სპორტის ხაზი

ანზორ კავაზაშვილი: "ვერაფრით ვიგებ თუ როგორ ამჯობინა საზონოვმა რუსეთს საქართველო"

ანზორ კავაზაშვილი: "ვერაფრით ვიგებ თუ როგორ ამჯობინა საზონოვმა რუსეთს საქართველო"
21-05-2024, 09:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, ახლა უკვე ტორინოს ფეხბურთელმა, საბა საზანოვმა რუსეთს საქართველოს ნაკრებში თამაში აირჩია.

საბჭოთა კავშირის ყოფილმა ფეხბურთელმა, ანზორ კავაზაშვილმა საზანოვის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა:

“ჩემი აზრით, საზანოვს საქართველოს ნაკრებში თამაში ახლა, რომ არ აერჩია აღარასდროს მიიწვევდნენ. სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები, საზანოვმა რუსეთის ნაკრებში თამაშზე უარი რატომ თქვა. ალბათ მან აგენტებთან ერთად ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქართველო ჩვენგან განსხვავებით საერთაშორისო ტურნირებზე მონაწიელობს.

ახალგაზრდა ფეხბურთელს აქვს იმედი, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. ჩემი აზრით მას ევროპის კარგ ლიგა ის მოხვედრა სურს, როგორც კვარაცხელიამ, კახა კალაძემ და სხვა ქართველმა ფეხბურთელებმა მოახერხეს. არ ვიცი გამოიძახებენ თუ არა რუსეთის ნაკრებში თუ საქართველოში არ ითამაშებს, ეს კარპინის პრივილეგიაა.”
– განაცხადა კავაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საბა საზანოვის დედა ქართველი გახლავთ და ის ქართულ ენაზე მშვენივრად მეტყველებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი