თურქეთი - საქართველო | როგორ ფასდება ნაკრების შანსები ბუქმეიკერებისგან? » სპორტის ხაზი

თურქეთი - საქართველო | როგორ ფასდება ნაკრების შანსები ბუქმეიკერებისგან?

თურქეთი - საქართველო | როგორ ფასდება ნაკრების შანსები ბუქმეიკერებისგან?
20-05-2024, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები თავისი ისტორიის განმავლობაში დიდ საფეხბურთო ფორუმზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.

ევრო 2024-ზე ვილი სანიოლის ფორმაციის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად იასპარეზებს.

ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს გამართავს, მეტოქე კი ვინჩენცო მონტელას თურქეთი იქნება, რომელიც, ცხადია, ჩვენთან ფავორიტის სტატუსით გამოვა მოედანზე, თუმცა რამდენად თვლიან მათ გამოკვეთილ ფავორიტებად ბუქმეიკერები?..

თავდაპირველად საქართველოს შანსები 5 კოეფიციენტამდე ფასდებოდა, თუმცა 20 მაისის მონაცემებით ჩვენს გუნდს 4.33 კოეფიციენტი აქვს მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული გუნდი იმაზე კარგად ფასდება, ვიდრე ეს რამდენიმე თვის წინ იყო.

რაც შეეხება თურქეთს, მათ მოგებაზე ექსპერტები 1.75 კოეფიციენტს ანიჭებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი