"იუვენტუსის" ქომაგებმა 29 აპრილს პეტიცია შეადგინეს, რითიც ისინი ხუან კუადრადოს კლუბის მუზეუმიდან ამოღებას ითხოვენ.
კოლუმბიელი ფეხბურთელი "იუვენტუსში" რამდენიმე წელი წარმატებულად ასპარეზობდა და ქომაგების გულიც მოიგო, მაგრამ გასულ სეზონში იგი "ინტერს" შეუერთდა, რაც "ბებერი ქალბატონის" გულშემატკივრისთვის ყველაზე ცუდი რამ არის, რაც შეიძლება ფეხბურთელმა გააკეთოს.
ასე და ამგვარად, პეტიციას დღენახევარში 5000 ხელმოწერა აქვს და ეს რიცხვი ყოველ წამში იზრდება.
ამ ლინკზე გადასვლით მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას.